Tuesday, July 15, 2014

დღე მერვე

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე გავწერეთპროცედურები მსვლელობაში. შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტი და ჩვენი მასალები ავტვირთეთ ბლოგზე. 

Saturday, July 12, 2014

დღე მეშვიდე

განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი თვით შეფასების რუბრიკები და გავეცანით ვიუერის რესურს მიმდინარე შეფასების პრაქტიკას შევქმენით პრეზენტაციის თვითშეფასების რუბრიკა და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში.power point-ში გავაკეთეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი.ბოლოს ტრენერისგან მივიღეთ დავალებები შევაჯამეთ განვლილი დღის მუშაობა და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
     

Friday, July 11, 2014

დღე მეექვსე

ვისწავლეთ მოსწავლის ნაშრომში კომენტარების გაკეთება,ინტელის სახელმძღვანელოს გამოყენებით შევქმენითმოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა.ბლოგზე გავაკეთეთ ლინკები.

დღე მეხუთე

ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა, ვიდეო ფაილების გადატანა ბლოგზე,გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გავგზავნე ჩემს ფოსტაზე.

Thursday, July 3, 2014

დღე მეოთხე

ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან შინაარსიანი და დატვირთული იყო, ვისწავლეთ ინტელის სახელმძღვანელოს გამოყენებით,პროექტის პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე გადატანა, ვიმუშავეთ power point-ში, გავაკეთეთ სლაიდები ჩვენი პროექტის გეგმისთვის.ვიყავით უზომოდ დაღლილები, მაგრამ ძალიან კმაყოფილები.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       

Tuesday, July 1, 2014

დღე მესამე

მესამე დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.ვისწავლეთ კომენტარების დაწერა და  კოლეგებთან გაზიარება,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, ვისწავლეთ როგორ უნდა შევადგინოთ პტოექტისთვის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი ხასიათის კითხვები.  ნათია არაჩვეულებრივია,მაკვირვებს მისი ენერგია და მონდომება.