Saturday, March 19, 2011

რუისის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლები.

1.         პროექტის სახელწოდება: რუისის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლები.
2.          პროექტის მთავარი იდეა; მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან რუისის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების შესახებ არსებულ ინფორმაციას,თვითონ აღწერენ და შექმნიან  ფოტო და ვიდეო მასალას.
3.         პროექტის მნიშვნელობა: პროექტი მნიშვნელოვანია  მოსწავლეებისთვის, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა –ძიების  უნარ –ჩვევა, რაციონალურად გამოიყენებენ  თავისუფალ დროს, პროექტი  მნიშვნელოვანია მშობლებისთვის,  მათი შვილები დაკავდებიან  საინტერესო და საჭირო საქმით.  პროექტი მნიშვნელოვანია სოფლის მცხოვრებთათვის ,  რადგან ინტერნეტში ჩვენ  მიერ  განთავსებულმა მასალამ შეიძლება დააინტერესოს  ტურისტები  და მოვიზიდოთ სოფელში,რაც  ხელს  შეუწყობს  ინფრასტრუქტურის  განვითარებას  და  მოსახლეობის   დასაქმებას.
4.         პროექტის  მიზნები:  მოსწავლეთა დაინტერესება მშობლიური სოფლის კულტურით   და ბუნებრივი  გარემოთი.
5.         მონაწილეთა ასაკი:16–17 წელი
6.         საჭირო დრო: 1.04–30.09.
7.         შედეგები: მოსწავლეები  შეიძენენ ცოდნას ისტორიული ძეგლების  შესახებ, თვითონ გამოიყენებენ ისტ–ის საშუალებებს და დაეუფლებიან  სათანადო  უნარ– ჩვევებს,  სოფლის ბუნებრივი რესურსებით შეიძლება დაინტერესდნენ   ბიზნესმენები და ახალგაზრდობისთვის  შეიქმნას  სამუშაო ადგილები.  მოგვარდება  ეკოლოგიური პრობლემა,   წყალი  აჭაობებს  გარემოს.  მოსწავლეები  მოამზადებენ  პრეზენტაციას , შექმნიან  ბლოგს,  დაიბეჭდება  ბუკლეტები.
8.         რესურსები:ლიტერატურა,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,კომპიუტერი, დისკი.
9.         პროექტის მსვლელობა: ძეგლების  ვიზუალური  დათვალიერება,  ფოტოგრაფირება. ძეგლების  შესახებ  არსებული  ლიტერატურის  და ინტერნეტ–ინფორმაციის მოძიება. დეგოთების   წყლის   სინჯების  გაკეთება  და ფოტო  და ვიდეომასალის მომზადება, ინტერნეტში განთავსება,  ბლოგის  შექმნა,  პრეზენტაციის  მომზადება  სკოლაში.
10.     საგნებთან კავშირი.გამოიყენებენ  ისტორიის ,  გეოგრაფიის,  ქიმიის,  ხელოვნების, ინფორმატიკის   გაკვეთილებზე  მიღებულ  ცოდნას.
11.     პროექტის ხელმძღვანელი: მაია ხანიშვილი.
12.     ელ–ფოსტა: m.xanishvili@gmail.com
13.     პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://mxanishvili.blogspot.com/
 .